ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათიახალი 2010-2011 სასწავლო წელი უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლის დაწყება რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მიულოცა და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და პრიორიტეტები გააცნო. უნივერსიტეტელებს წარმატებები უსურვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვახტანგ შამილაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ამირან გოგიავამ.

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში იგეგმება სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ხელი შეეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, როგორიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები, ტურიზმი და განათლება.

2010-2011 სასწავლო წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 ფაკულტეტზე ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიულ პროგრამებზე 890 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან სახელმწიფო დაფინასება 128 სტუდენტმა მიიღო. ამჟამად, რსუ-ში 4000-მდე სტუდენტი სწავლობს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა