,,მშვიდობა უდრის მომავალს" - ამ დევიზით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ,,მშვიდობის კვირეული“ დაიწყო. პროექტი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჩვენი თაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირის ,,ბორჯღალოს“ ორგანიზებით ხორციელდება. ,,მშვიდობის კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება, რომელთა მიზანია კონფლიქტთა მშვიდობიანი გზით მოგვარება და საზოგადოებაში ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეალების პროპაგანდა.
პროექტის პარტნიორები არიან:
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი;
საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ - ბათუმის ბიურო;
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ახალგაზრდული ცენტრი;
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს გამოაცხადა.
ღონისძიებათა განრიგი:
21 სექტემბერი, 13:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სტუდენტები ტრანსფარანტებით ქალაქში მოაწყობენ მსვლელობას და დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს მშვიდობის საერთაშორისო დღის შესახებ;
22 სექტემბერი,13:00 საათი.
ბათუმის საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება სოციოლოგიური კვლევა თემაზე: ,,როგორ გესმით მშვიდობა?“
24 სექტემბერი, 12:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია №60
ღია ლექციები თემებზე:
1. მშვიდობა საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტში - საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება გაეროს საქმიანობაში, გაეროს სამშვიდობო ოპერაციები, განიარაღების საკითხი საერთაშორისო სამართალში.
ლექციას წაიკითხავს რსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი;
2. მშვიდობა ფილოსოფიურ–პოლიტიკურ ასპექტში - დიალოგი ცივილიზაციებსა და კულტურებს შორის, საერთაშორისო ტეროროზმი.
ლექციას წაიკითხავს რსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი.
3. საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა -კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ახალი გამოწვევები და პერპექტივები.
ლექციას წაიკითხავს უკრაინა-საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტის მაგისტრანტი ილია გუჩმანიძე.
25 სექტემბერი - ბათუმის 6 მაისის პარკში, ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა დაწესებულებებში მოეწყობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა:
12:00 საათი - ბათუმის 6 მაისი პარკი;
14:00საათი - შოთა რუსთაველის საელმწიფო უნივერსიტეტი;
15:00 საათი - ქალაქ ბათუმის მერია;
17:00 საათი - ქალაქ ბათუმის საკრებულო;
26 სექტემბერი, 16:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია №238.
გაიმართება ოთარ იიოსელიანის ფილმის ,,ყაჩაღების“ ჩვენება და დისკუსია“.
27 სექტემბერი, 11:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია №55.
სოხუმის დაცემის დღეს, რსუ-ში გაიმართება სტუდენტების, მოსწავლეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელისუფლებო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა. განიხილება საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივები, სამშვიდობო პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართვა. შეხვედრის დასასრულს მიიღებენ ერთობლივ კომუნიკეს სახელწოდებით ,,მშვიდობის მესიჯი“ და შეიქმნება ,,მშვიდობის კორპუსი“.

უკან |