შოთა რუსთაველის დარბაზში პროფესორ ვაჟა ჩანტლაძის წიგნის ,,ადამიანის თავისა და კისრის ნორმალური ანატომიის ატლასის“ წარდგინება გაიმართა. ავტორის რიგით მეოთხე ნაშრომი 8 თავისა და 269 ილუსტრაციისაგან შედგება. იგი ამომწურავად შეიცავს თავისა და კისრის მიდამოს ყველა ორგანოს, ელემენტსა თუ წარმონაქმნს, რომელიც მოცემულია თითქმის ყველა რაკურსში სივრცობრივი წარმოდგენის გასაადვილებლად. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ატლასი აღიარებულია სახელმძღვანელოდ მედიცინისა და სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უკან |