შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ხულოსა და შუახევის რაიონების საჯარო და საბაზო სკოლების დირექტორებთან შეხვედრით დაიწყო. მხარეები ერთობლივი სასწავლო - სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასა და ურთიერთთანამშრომლობის პირობებზე შეთანხმდნენ. უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში აჭარის საბაზო და საჯარო სკოლებთან მემორანდუმს გააფორმებს.
უკან |