რსუ-ს სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადონა მიქელაძემ სტუდენტებს დამატებითი სპეციალობის 29 საგანმანათლებლო პროგრამა და დასაქმების სფეროები გააცნო. მეორე კურსელებს დამატებითი სპეციალობის ფარგლებშივე შეეძლებათ მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლა, რის საფუძველზეც მათ საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭებათ.
უკან |