მესამე რეგიონულ აკადემიურ სამიტს ,,ECTS და დიპლომის დანართი” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფრანგმა და გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემისა და დიპლომის დანართის გამოყენების მეთოდები გააცნეს. ასევე განიხილეს საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სისტემის დანერგვის კონკრეტული მაგალითები. აკადემიური სამიტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
უკან |