„ბოლონიის პროცესი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა“

სურათი

ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის დადებით და პრობლემატურ საკითხებს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ,,ბოლონიის პროცესი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა“. საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომდგენლებმა და ბოლონიის პროცესის ექსპერტებმა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში 30 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება საზაფხულო უნივერსიტეტი „ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობები“.

საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის, საფრანგეთის ბანსკა ბისტრიცას უნივერსიტეტის, რემსის ევროპული და საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის, რემს–შამპან-არდენის უნივერსიტეტის კვლევის ცენტრის «საერთაშორისო მოძრაობები და მმართველობა», პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრის ეგიდით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა