შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ბათუმი-გაზაფხული-2010“ დაიწყო. კონფერენცია სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პერ ეკლუნდმა გახსნა. ,,ბათუმი-გაზაფხული-2010“ ევროპის დღეს - 9 მაისს ეძღვნება და მისი მიზანია მსოფლიოს მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შემუშავება. სამდღიან კონფერენციაში ევროპის 20-მდე ქვეყნის 200 ცნობილი მეცნიერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი ღებულობს მონაწილეობს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ბათუმი – გაზაფხული - 2010“ თემატიკა მოიცავს ისეთ აქტუალურ და უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიცაა:
• ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიები და ე.წ. მწვანე ენერგეტიკა;
• კლიმატის ცვლილებების პრობლემები;
• ბუნებრივი რესურსები და მათი მდგრადი განვითარება;
• ჯანმრთელობა, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და მედიკამენტები;
• ინტერკულტურული დიალოგი და კულტურული მემკვიდრეობა;
• ცოდნის მართვა და განათლება;
• მეცნიერება ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებისთვის.
კონფერნციის ფარგლებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და პროდუქციის გამოფენა მოეწყო.
„ბათუმი – გაზაფხული - 2010“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის, ევრო ხმელთაშუაზღვისპირეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (EMAAS – Euro Mediteranean Academy of and Sciences) და იუნესკოს ევრო ხმელთაშუაზღვის ინტერკულტურული ცენტრის (Intercultural Euro Mediterannean Center for UNESCO) ორგანიზებით ტარდება.

უკან |