![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_2772_1_s.jpg)
შოთა რუსთაველის დარბაზში სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სასწავლო-შემოქმედებითი გაერთიანების მიზანია სამეცნიერო მუშაობის პოპულარიზაცია და ინტელექტუალური პოტენციალის ზრდა. ცენტრი სტუდენტებს დაეხმარება სამეცნიერო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ნაშრომების გამოქვეყნებაში. ასევე უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში.
უკან |