ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იურიდიულ კლინიკას ეწვია

სურათი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცდონეობის ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკას სტუმრობდა. დიპლომატმა კლინიკის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალ იურისტებს არჩეული პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბატონ ჯონ ბასის განცხადებით, იურიდიული კლინიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში.

იურიდიული კლინიკა 2006 წელს ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA/ROL) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, 2009 წლიდან კი მუშაობა რსუ-ს ბაზაზე გააგრძელა. იურიდიულ კლინიკაში სტუდენტები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ, ადვოკატების ზედამხეველობით ჩართულნი არიან საკონსულტაციო და სასამართლო საქმის წარმოებებში. ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. უშუალო ურთიერთობა აქვთ სამართლებრივი კონსულტაციით დაინტერესებულ პირებთან. ასევე იღებენ თეორიულ განათლებას სამოქალაქო სამართალში, ხვდებიან ფსიქოლოგს იურისტისათვის საჭირო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შესასწავლად. კლინიკიაში ყოველწლიურად 20 სტუდენტი გადის პრაქტიკას, ხოლო დღემდე იურიდიული გამოცდილება 80-მა ახალგზრდამ მიიღო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა