რსუ-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა და საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსის შაქრო ფალავანდიშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს პროფესორის სამეცნიერო მიღწევები და გაიხსენეს მის მიერ განვლილი გზა.
პროფესორი შაქრო ფალავანდიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტს. მან დიდი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში, რისთვისაც 2002 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
უკან |