სტუდენტებმა ექს-პრემიერის რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობა დაგმეს

სურათი

ზურაბ ნოღაიდელის მიერ რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებული მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალთან გამართული აქციით გააპროტესტეს. ახალგაზრდებმა საქართველოს ექს-პრემიერის რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობა დაგმეს და მას ღია ,,წერილი იუდას“ გაუგზავნეს.


წერილი იუდას

გწერთ ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ისტორია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი.

გწერთ, რადგან გვინდა გითხრათ ყოველი ქმედება, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ არის მიმართული, ყოველი ნაბიჯი, რომელიც მისი მომავლის წინააღმდეგ იქნება გადადგმული, დაღუპვისთვისაა განწირული.

ჩვენ, არ დავუშვებთ ფუჭად ჩაიაროს ქართველი ხალხის ოცდახუთსაუკუნოვანმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის.

ჩვენ, არ დავუშვებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სისხლის სანაცვლოდ კარი გავუღოთ რუსეთის ახალ იმპერიას.

ჩვენ, არ დავუშვებთ, რაც გარეშე მტერმა ვერ შეძლო, მოახერხოს თანამედროვე შადიმანებმა, სერგო ორჯონიკიძეებმა და ფილიპე მახარაძეებმა.

ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ვერც ერთმა იუდამ ფეხი ვერ მოიკიდოს, რომ ყველას, ვინც სამშობლოს პირად ინტერესებზე გაცვლის, საკადრისი პასუხი გაეცეს. ეს არის ისტორიული სამართლიანობა, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ერთად უნდა გავაკეთოთ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა