დურსუნ ბალაძე - 80

სურათი

რსუ-ს საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, აღიარებული მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტისა და ქართული მათემატიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის დურსუნ ბალაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
დურსუნ ბალაძემ თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე მათემატიკური მიმართულების - ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიური თეორიის განვითარებაში. ცნობილი მეცნიერი ლექციებს კითხულობდა როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებში. 1967 წლიდან მსოფლიოში ცნობილი მათემატიკური ჟურნალების ,,რევიუს“ (ამერიკის შეერთებული შტატები) და ,,ცენტრალბატის“ (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის) რეცენზენტია. 1997 წელს ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა მიანიჭა ათასწლეულის ღირსების ორდენი.
დურსუნ ბალაძის ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხრეთ დასავლეთ საქართველოს უდიდეს სამეცნიერო და ეროვნული მნიშვნელობის კერად გადაიქცა. 1979-1990 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა