ღია კარის დღეები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სააქტო დარბაზში, ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. ერთთვიანი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აბიტურიენტთათვის რსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, სერვისების, უცხოეთთან ურთიერთობების, სტუდენტური ცხოვრების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სოციალური პროგრამებისა და საკვირაო სკოლის პრეზენტაციას ითვალისწინებს.
უკან |