პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს „სტრატეგიული მენეჯმენტის“ წარდგინება

სურათი

ჩატარდა ამერიკელი ავტორების ა. ტომპსონი-უმცრ. და ა. სტრიკლენდი III-ის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ,,სტრატეგიული მენეჯმენტის“ წარდგინება, რომელიც რსუ-ს ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლების საფუძველზე გამოსცა. სახელმძღვანელოს მიზანია თანამედროვე, კონკურენტუნარიან მენეჯერთა მომზადება, რომელთაც შეეძლებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური რეალიზება.

პოპულარული სახელმძღვანელოს ,,სტრატეგიული მენეჯმენტის“ თარგმანზე ორი წლის განმავლობაში რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც მუშაობდნენ. წიგნი რეკომენდებულია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტების, პედაგოგების, კომპანიის მფლობელების, მენეჯერებისა და სტრატეგიული მენეჯმენტით დაინტერესებული მკითხველისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა