მალაიზიის მთავრობის სტიპენდიები 2009-2010 წლისათვის

მალაიზიის უმაღლესი განათლების სამინისტრო ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოყოფს სტიპენდიებს მალაიზიის უნივერსიტეტებში სამაგისტრო და დოქტურანტურის პროგრამებზე 2009-2010 აკადემიური წლისათვის. პროგრამა 2009 წლის ივლისში დაიწყება. სტიპენდიის ხანგრძლივობა შედგენს 36 თვეს დოქტურანტურის და 12-24 თვეს მაგისტრატურის პროგრამებისთვის.

სტიპენდია მოიცავს:
- აპლიკანტის მგზავრობის ხარჯებს;
- უნივერსიტეტში სწავლის საფასურს;
- ყოველთვიურ თანხას 1,200.00 RM ოდენობით;
- წლიურ თანხას წიგნების შესაძენად და ქვეყნის შიგნით მგზავრობის დასაფარად;
- გრანტს კვლევითი ნაშრომის შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აპლიკანტი ჩარიცხული უნდა იყოს მალაიზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ სასწავლო კურსზე. აპლიკანტმა თავად უნდა მიმართოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტს და მოიპოვოს სწავლის უფლება (იხილეთ მალაიზიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია). აპილკანტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც დადასტურებული იქნება შემდეგი ტესტებიდან ერთ-ერთით:
- TOEFL (Test of English as a Foreign Language)
- IELTS (Test administered by the International English Language Testing Service)
უნივერსიტეტში ჩარიცხვა არ წარმოადგენს სტიპენდიის მოპოვების გარანტიას. შესარჩევი კომისია გაითვალისწინებს აპლიკანტების აკადემიურ მოსწრებას და პროფესიულ ცოდნას შესაბამის სფეროში.

აპლიკანტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს.

საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტს შესაძლოა დაენიშნოს ინტერვიუ, ჩაუტარდეს გამოცდა (ინგლისურ ენაში ან სხვა), რომელსაც მალაიზიის უმაღლესი განათლების სამინისტრო ან შესაბამისი უნივერსიტეტი გაუწევს ორგანიზებას.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე
- პირადობის მოწმობა (ასლი)
- მოკლე ავტობიოგრაფია (CV)
- ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის ასლი დანართთან ერთად
- სერთიფიკატი, ჯილდოები, სიგელები
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ქულათა მითითებით
- ცნობა ჩარიცხვის შესახებ მალაიზიის უნივერსიტეტიდან
- 2 სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე

პირობები:
• აპლიკანტს არ აქვს უფლება შეცვალოს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რის საფუძველზეც გახდა სტიპენდიის მფლობელი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ ექნება მომწვევი უნივერსიტეტის და მალაიზიის უმაღლესი განათლების სამინისტროს თანხმობა
• აპლიკანტმა სრულად უნდა აითვისოს უნივერსიტეტის პროგრამები და გაითავისოს უნივერსიტეტში მიღებული ქცევის წესები. სწავლის ნებაყოფლობით შეწყვეტის შემთხვევაში შეჩერდება სტიპენდიაც
• აპლიკანტი პასუხისმგებელია ვიზისა და ჯანმრთელობის ცნობის უზრუნველყოფაზე
• უნივერსიტეტის დატოვება ან ქვეყნიდან გამგზავრება უნდა მოხდეს უნივერსიტეტთან შეთანხმებით და სტუდენტის ხარჯზე
• სტიპენდიანტს არ აქვს უფლება იმუშაოს ანაზღაურებად სამუშაოზე მასპინძელი უნივერსიტეტის თანხმობის გარეშე
• პროგრამის დასრულების შემდეგ სტიპენდიატი დაუყოვნებლივ ბრუნდება თავის სამშობლოში
• სტიპენდია აღარ გაიცემა იმ პირებზე ვინც ადრე უკვე მონაწილეობდა აღნიშნულ პროგრამაში.

შერჩევის შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე
• აპლიკანტის მოქმედი პასპორტის დამოწმებული ასლი, რომელზეც ნათლად ჩანს მისი მოქალაქეობა
• 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი
• მოკლე ავტობიოგრაფია (CV)
• დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები, ნიშნების ფურცელი, მიღებული სერტიფიკატები, ჯილდოები, სიგელები
• სამედიცინო ცნობა
• ნათელი და ზუსტი მიზანი ან საკვლევი გეგმა ინგლისურ ენაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეარჩევს და მალაიზიის მთვრობას წარუდგენს სტიპენდიის მოსაპოვებლად ორ კანდიდატს. საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 1 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს.
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი
ტელ: 438879 მობილური- 877 175536 ელ-ფოსტა: tmerabishvili@gmail.com


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა