იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს სტიპენდიები

უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო გაცნობებთ, რომ იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო 2009 წელს გამოყოფს სტიპენდიებს მხოლოდ იაპონური ენის მცოდნე მასწავლებელთა და სტუდენტთათვის. კონკურსს ატარებს საქართველოში იაპონიის საელჩო, სადაც კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმები 2009 წლის 28 თებერვლამდე :

1. მასწავლებელის ან სტუდენტის ანკეტა (ორივესთვის განსხვავებულია)

2. ჯანმრთელობის ცნობა

3. სარეკომენდაციო წერილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოში იაპონიის საელჩოს. საკონტაქტო პირია რუსიკო გვერდწითელი.
ტელ: 8(32) 77 20 20 (727)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა