რსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საზეიმოდ გაიხსნა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სახელობის კაბინეტი.
ცნობილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვლის ინსტიტუტისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნა.
უკან |