განცხადება

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის  2009/2010 სასწავლო წლისთვის


თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009-2010 სასწავლო წლისთვის  გამოყო 8 სტიპენდია მაძიებლის  პროგრამაზე.

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები  და საბუთების ჩამონათვალი

მაძიებლის  პროგრამებზე:

მაძიებლის  პროგრამაზე აპლიკანტს უნდა ჰქონდს ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.

  • სააპლიკაციო ფორმა  - 2 ასლი სურათით 3x4-ზე (იხილეთ:  www.digm.meb.gov.tr)
  • დიპლომი -  2 ასლი *
  • ნიშნების ფურცელი - 2 ასლი  
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • ერთი ფოტოსურათი 3x4
  • პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი
  • მოკლე ავტობიოგრაფიის (cv) ორი ასლი (ინგლისურ, თურქულ ან ფრანგულ ენებზე)
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (პროფესორებისაგან)

მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში.

*სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში აპლიკანტებს დაჭირდებათ დიპლომის ორიგინალის წარდგენა.

მედიცინის სპეციალობის კანდიდატთა განაცხადები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს: www.digm.meb.gov.tr

საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 16 აპრილამდე.

საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი-  უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და  

საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო

ტელ: 8 32 43 88 79; მობ: 877 175 536;  ელ-ფოსტა:tamarmerabishvili@rambler.ru


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა