პოლონურ- ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ - ამერიკულ ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის2009/2010 სასწავლო წლისთვის
პოლონურ- ამერიკული თავისუფალი ფონდისა და პოლონურ - ამერიკულ ფულბრაიტის კომისია აცხადებენ ღია კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარული მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს საქართველოდან.
2009/2010 სასწავლო წლისთვის საქართველოს გამოეყო 7 სტიპენდია.
სტიპენდიის პროგრამის მიზანია მომავალი სტიპენდიანტებისათვის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება და მოიცავს 2 სემესტრიან სასწავლო კურსს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებელში, ასევე რამოდენიმე კვირიან პროფესიულ სტაჟირებას პოლონეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.
პრიორიტეტუილი მიმართულებებია: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ადმინისტრირება და მენეჯმენტი, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია), პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამა წლის 15 მარტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი www.fulbrith.edu.pl და http://kirkland.edu.pl
უკან |