რსუ აკადემიურმა საბჭომ განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ლეკვეიშვილის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (თორმეტი ხმა სამის წინააღმდეგ) გადაწყვიტა ის წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.
წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.
უკან |