სტუდენტთა დასაქმების პროგრამა წელს გაცილებით ადრე 25 აპრილიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიისა და დამოუკიდებელი უნივერსიტეტის 400 სტუდენტი. აქცენტი ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე გაკეთდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სტუდენტები ანაზღაურებას 200 ლარს მიიღებენ. მსურველთა რეგისტაცია 7-დან 20 აპრილამდე №231 კაბინეტში (სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური) იწარმოებს.
უკან |