25 აპრილს ბათუმის მერიის სტუდენტთა დასაქმების პროგრამა დაიწყო და ხუთ კვირას გაგრძელდება. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის 400 სტუდენტს მიეცა მასში ჩართვის შესაძლებლობა. ისინი შაბათ-კვირას იმუშავებენ და სანაცვლოდ ორასლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.
უკან |