მიმდინარე წლის 30 მაისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე:
„ ტიპი - 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისა და მართვის აქტუალური საკითხები“
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი;
- შავი ზღვისპირა რეგიონების დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიურ
დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციa;
- ფარმაკოლოგიური კომპანია - „სანოფი ავენტისი“.
კონფერენციაზე მოსმენილი და განხილული იქნა მოხსენებები:
• ამერიკის დიაბეტის ასოციაციისა ( ADA)და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი საზოგადოების (EASD)მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის უსაფრთხო მკურნალობის პრინციპები.
მომხსებნებელი ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ჩიქობავა (თბილისი).
• Amaryl M - ახალი, კომბინირებული პრეპარატი ტიპი - 2 შაქრიანი დიაბეტის
სამკურნალოდ. მომხსენებელი: თეიმურაზ მარგველაშვილი (თბილისი).
• გლიკოზირებული ჰემოგლობინის მნიშვნელობა და განსაზღვრის მეთოდები.
მომხსენებელი : ნანა ღლონტი (თბილისი).
• კომბინირებული პრეპარატის Amaryl M-ის გავლენა გლიკოზირებული ჰემოგლობინისა და გლიკემიის მაჩვენებლებზე, კლინიკური შემთხვევების განხილვა. მომხსენებელი: ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ რუხაძე (ბათუმი).
• შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული გართულებები.
მომხსენებელი: სრული პროფესორი გივი ცეცხლაძე (ბათუმი. ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი).
უკან |