2009 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რსუ-ს პროფესორ-მასწავლებელები შეიკრიბენ და საზოგადოებისადმი მორიგი მიმართვა მიიღეს.
საქართველოს გადაწყვეტილებამ - გაერთიანდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყანა რუსეთ-საქართველოს ომამდე მიიყვანა.
2008 წლის აგვისტოს ომმა, რუსეთის აგრესიამ, მის მიერ მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვამ და სუვერენული სახელმწიფოს ანექსიამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და ნორმებს. გასულ წლამდე ის თუ გვევლინებოდა საქართველოში მის მიერვე წარმოქმნილ კონფლიქტების მედიატორად და მშვიდობისმყოფელად, დღეს უკვე მას საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული. შედეგად ასეულობით რჩეული ახალგაზრდა დაიღუპა და ასიათასობით მოქალაქე თავის სამშობლოში დევნილია.
ამიტომაც მიგვაჩნია, რომ რუსეთმა დაუყონებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები და დატოვოს ჩვენი ტერიტორია და საქართველოს მიეცეს დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების და განვითარების შესაძლებლობა.
უკან |