ამერიკელი გამომცემელი სტუმრად რსუ-ში

2009 წლის 10 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თარგმანი და ინტერკულტურული ურთიერთობები, აღმოსვლეთ-დასავლეთის დიალოგი“. კონფერენციის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია „თარგმანის განვითარების ცენტრი“, საქართველოს მწერალთა კავშირი.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ქართველ მწერალთა, თარგმანის თეორეტიკოსთა და მთარგმნელთა შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან და ამერიკელ გამომცემელთან, რათა ქართული ლიტერატურული ტრადიციების შესახებ მეტი ინფორმაცია გავრცელდეს, დაიწყოს პარტნიორული პროექტების განხორციელება მხატვრული თარგმანის სფეროში, რაც ხელს უთუოდ შეუწყობს ეროვნული კულტურის წინ წამოწევას. კონფერენციის ერთერთი მიზანია, დასავლეთთან პოლიტიკური დისკურსის გარდა კულტურულ და საგანმანათლებლო დისკურსზე გადანაცვლება.კონფერენციის ერთერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს თარგმანმცოდნეობის სასწავლო პროგრამების ინტეგრირება დასავლურ სტანდარტებთან.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა