უნივერსიტეტის პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა

სურათი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2009 წლის 2 ოქტომბრის №5 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიანიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეზიდენტურის განსახორციელებლად შემდეგ სპეციალობებზე: თერაპიული სტომატოლოგია და ორთოპედიული სტომატოლოგია.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად საქართველოში ერთადერთი აკრედიტებული დაწესებულებაა, რომელსაც მიენიჭა უფლება, განახორციელოს ექიმთა დიპლომის შემდგომი მომზადება სტომატოლოგიურ სპეციალობებში.

რეზიდენტურაში სწავლის უფლება აქვთ დიპლომირებული სტომატოლოგის ხარისხის მქონე პირებს, რომლებმაც ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდაში მიიღეს დადებითი შეფასება (75.5% და მეტი).

საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 26 ოქტომბრიდან რსუ სტომატოლოგიის დეპარტამენტში.

რეზიდენტურაში სწავლა დაიწყება 2009 წლის 9 ნოემბრიდან.

ერთიანი სალიცენზიო გამოცდები ჩატარდება: თერაპიულ სტომატოლოგიაში – 2010 წლის დეკემბერში, ორთოპედიულ სტომატოლოგიაში - 2010 წლის ივნისში.

დამატებითი ცნობებისათვის მიმართეთ: რსუ, სტომატოლოგიის დეპარტამენტი.
ტელ: 7 17 91; 899 62 31 63; 899 58 44 78.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა