გერმანიის გაერთიანების 20 წლისთავს რსუ-მ და გოეთეს ინსტიტუტმა ერთობლივი ფოტოგამოფენა - ,,Ortszeit Lokal Time” მიუძღვნა. ბერლინელი ფოტოხელოვანის შტეფან კოპელკამის 1990-2001 წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი 21 დოკუმენტური შავ-თეთრი ფოტო 20 დღეს იქნება გამოფენილი. ფოტოგამოფენის ფარგლებში ჩატარდება სემინარები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
უკან |