ცნობილი ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და რსუ-ს სრული პროფესორის აკაკი ბერიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საღამოზე იუბილარის მიღწევებსა და მედიცინის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს. მის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა.
უკან |