რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის რიგით მეორე ერთობლივი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ,,სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური კონტურები“ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მიეძღვნა. მკვლევარებმა აგვისტოს მოვლენების შედეგები განილიხეს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.
კონფერენციის ფარგლებში პროფესორ ლევან თოიძის წიგნის ,,ბრძოლა ბათუმისათვის: 1921 წლის მარტი“ წარდგინება შედგა.
უკან |