რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის პრეზენტაცია რსუ-ში ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით ჩატარდა. ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრანისლავ იერემიჩმა და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარეჯან ლომიძემ შეკრებილთ მსოფლიოში აპრობირებული სხივური თერაპიის უახლესი მეთოდოლოგია გააცნეს და მკურნალობისათვის საჭირო ულტრათანამედროვე აპარატურა წარმოუდგინეს.
უკან |