
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში 2014 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციების ციკლი.
საჯარო ლექციაზე მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- „ვეფხისტყაოსანი“ შუასაუკუნებრივი და რენესანსული აზროვნების კონტექსტში
- „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია (ტრუბადურები, დანტე, პეტრარკა)
- „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ეპოქაში და მისი თანამედროვე დრამატურგიის ლიტერატურული წყარო
პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის კვლევის საგანს წარმოადგენს შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურა და ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია მის მიერ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების პროცესის მეცნიერული გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა. პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე, ასევე მოღვაწეობს რუსთველოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის დარგებში.

უკან |