ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ნათია წიკლაშვილთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა გაცვლით პროგრამასა და ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს. ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სექტემბრიდან ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალობაზე 4 აზერბაიჯანელი სტუდენტი ისწავლის, ხოლო ქართველი სტუდენტები სასწავლებლად ნახჭევანში მარტში გაემგზავრებიან. სამი წლის განმავლობაში გაცვლით პროგრამაში 24-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
უკან |