უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები

სურათი

„აჭარის განათლების ფონდის“ უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი  უფასო კურსების წარდგინება ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, რუსული ენები და კომპიუტერული ტექნოლოგიები 2011 წლიდან შეისწავლება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ფონდი მსურველებს აგრეთვე სთავაზობს TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მინიმალური ასაკია 18 წელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა