დისკუსია თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სტუდენტური მოძრაობის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტის დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები წარმოადგინეს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა აკადემიურ პერსონალთან ერთად სპეცრაზმელების მიერ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დარბევის ფაქტები დაგმეს, სასამართლოში სარჩელის შესატან აუცილებელ პროცედურებზე იმსჯელეს და დამნაშავეთა გამოვლენა მოითხოვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა