თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფათიჰის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  შერიფ ალი თექალანი, ბიონანო ტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი აიჰან ბოსკურტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ილიას ჩილოღლუ, სულეიმან შაჰის უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ადმინისტრირების და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ერჰან ბირგილი და ოზალის (ანკარა) უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს, დეკანებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. მხარეები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარდგინების შემდეგ, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ასევე დაიგეგმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ერთობლივი კვლევების წარმოება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა