TEMPUS-ის პროექტი „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება საქართველოში“

სურათი
უნივერსიტეტი TEMPUS-ის პროექტის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება საქართველოში“ პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრას მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ფოგტი ტრენინგებს ატარებს თემაზე: „ფინანსური მენეჯმენტი“. სემინარის 20 მონაწილე საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაფინანსების დონეებზე, ძირითად მოდულებზე და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების სტრატეგიის ძირითად ელემენტებზე იმსჯელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების უწყვეტ განათლებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. 
 
პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებია:
  • სტრატეგიის შემუშავება
  • უწყვეტი განათლების ცენტრის ჩამოყალიბება
  • სპეციალური ტრენინგ-პროგრამების მომზადება
  • პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შემუშავება
  • სახელმძღვანელოს მომზადება
 
პროექტის პარტნიორები
  1. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აპლიკანტი)
  2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  3. აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია
  4. გერმანელ მოზარდთა განათლების ასოციაციის ინსტიტუტი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (საქართველო)
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. ბათუმის საზღვაო აკადემია
  7. ვანადორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (სომხეთი)
  8. ბრიუსოვის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტი (სომხეთი)
  9. გერმანელ მოზარდთა განათლების ასოციაციის სომხეთის ფილიალი
  10. გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია)
  11. კავკაზის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
  12.  ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
  13. აზერბაიჯანის მოზარდთა განათლების ასოციაცია
  14. ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  15. ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა