ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით 2015 წლის 5-6 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება
VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"ქრისტიანობა და ეკონომიკა – ბათუმი - 2015"
კონფერენცია ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავს
კონფერენციის ორგანიზატორები
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
საკონფერენციო მოხსენების წარმოდგენის სტანდარტები:
- საკონფერენციო მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მარტი;
- საკონფერენციო მოხსენებაში ქრისტიანობის და ეკონომიკის საკითხები ურთიერთკავშირში უნდა იყოს განხილული;
- სამეცნიერო სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე; ნაშრომს თან უნდა ახლდეს რეზიუმე (220-250 სიტყვა) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7 (შვიდ) ნაბეჭდ A4 ზომის გვერდს;
- ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს microsoft Word-Si; ქართული ნაშრომის ფონტია ლიტნუსხური; შრიფტის ზომა – 11; ინტერვალი - 1,15; ტექსტის ინგლისური ნაწილი აკრეფილი უნდა იყოს Times New Roman-ში;
- ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს ციტირების ამსახველი იმავე გვერდის ბოლოში, ლიტერატურული წყაროს დასახელების სათანადო ფორმითა და გვერდ(ებ)ის მითითებით;
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს A4 ფორმატზე გამობეჭდილი (ორი ეგზემპლარი) და ელექტრონული ვერსია (CD-თ);
- წარმოდგენილი ნაშრომები გაივლის მკაცრ რედაქტირებას. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება;
- საკონფერენციო მოხსენებების კრებული გამოიცემა თსუ-ის გამომცემლობაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ექსკურსიას, ხოლო ბათუმში მგზავრობის, განთავსების, კვებისა და მიღების ხარჯები უნდა გაწიოს თავად მონაწილემ (დანახარჯების შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ასოც. პროფ. მურმან ცეცხლაძეს, ბსუ, აუდიტ: # 415, ტელ: მობ. 577 21 00 19 ელ. ფოსტა: murmani57@gmail.com
ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძეს, თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტ: #506, ტელ: 230 37 53 კათედრა, ელ-ფოსტა: ineza.gagnidze@tsu.ge
ასოც. პროფ. გიორგი შიხაშვილს, თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტ. #607, ტელ: 230 33 17 კათედრა, (მობ. 899 97 54 24) ელ-ფოსტა: giorgi.shikhashvili@tsu.ge
უკან |