შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული უნივერსიტეტის პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. 2014 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების,  გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების,  მკვლევარებისა და დოქტორანტების ცხრა სამეცნიერო პროექტმა და სამმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები:

„ქართველი ხალხის ეთნოგრაფული ლექსიკონი – აჭარა“ (FR/541/1-50/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ მგელაძე);

„აფხაზები აჭარაში“ (FR/414/1-10/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ჯემალ კარალიძე);

„არტაანის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო, საკულტო, საკომუნიკაციო, საყოფაცხოვრებო არქიტექტურა, ფოლკლორული და ენობრივი მონაცემები)“, (FR/196/2-105/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე);

„ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა (კო)ჰომოლოგიური ფუნქტორები და განზომილების ტიპის ფუნქციები და მათი გამოყენებანი“, (FR/233/5-103/14, პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ლადო ბალაძე);

„ძლიერად ანიზოტროპული ახალი მასალების – La1-xMexMnO3 (სადაც Me= Ca, Pb, Sr; x არის Me-ს დოპირების დონე), მაღალტექნოლოგიური შენაერთების (LaGa1-x MnxO3, KCuF3, ...) და სპინ-ტრიპლეტური შენაერთების ელექტრონული სპინური რელაქსაციის და დინამიკის შესწავლა ნულოვან და სუსტ მუდმივ მაგნიტურ ველებში“, (FR/299/6-110/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ენვერ ხალვაში);

„ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციული მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“, (FR/152/9-240/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე);

„დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად“, (FR/335/10-160/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ტექნოლოგიის დოქტორი ინდირა ჯაფარიძე);

„კარტოფილის საკარანტინო დაავადების - მურა სიდამპლის შესწავლა და  მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება“, (FR/460/10-101/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი გალინა მეფარიშვილი).

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული პროექტი:

,,აჭარა-გურიის მანდარიის ბაღების არსებული მდგომარეობის შესწავლა და რეაბილიტაციისთვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა“ (AR/22/3-109.14, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი  სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი ნელი ხალვაში).


დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის გამარჯვებული პროგრამები:


,,ხორბლის ყვითელი ჟანგას ადგილობრივი პოპულაციისადმი  გამძლეობის ახალი დონორების და კონტროლის სხვა ეფექტური საშუალებების გამოვლენა“, (DO/104/10-101/14, დოქტორანტი ქეთინო ნაცარიშვილი,  ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი ზოია სიხარულიძე);

2 . ,,აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ალკალოიდ შემცველი ენდემური მცენარეული სახეობების შესწავლა მედიცინაში გამოყენების მიზნით“ (DO/312/8-404/14, დოქტორანტი დალი ბერიძე, ხელმძღვანელი პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ბიოლოგიის დოქტორი მარიამ მეტრეველი;

3. ,,სამხრეთ კავკასიის ფინალური ზედა პალეოლითის რეგიონალური თავისებურებები (ძუძუანასა და საწურბელას მღვიმეების მიხედვით)“ (DO/15/2-105/14, დოქტორანტი გურამ ჩხატარაშვილი, ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა