ბსუ-ს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი ,,ჩემი უნივერსიტეტი”

სურათი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაარსებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს ფოტოკონკურსს

,,ჩემი უნივერსიტეტი

 

კონკურსის პირობები:

  1. წარმოდგენილი ფოტოები შინაარსობრივად დაკავშირებული უნდა იყოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;
  2. ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ, არა უმეტეს ექვსი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია JPEG ან PDF ფორმატში, ნამუშევრის სახელწოდებით და ავტორის მითითებით.
  3. შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 50 საუკეთესო; უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ფოტოების დაბეჭვდას ზომით 30X40 სმ.
  4. დაბეჭდილი ფოტოებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესოებს, რომელთა ავტორები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და ფულად ჯილდოს.
  5. საპრიზიო ფონდი შეადგენს 450 ლარს.
  6. ფოტოების ელექტრონული ვერსია დაცული იქნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში სახელით: ,,ფოტოკონკურსი 2015 - ჩემი უნივერსიტეტი” საავტორო უფლების დაცვით.
  7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ნამუშევრების ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: photo@bsu.edu.ge
  8. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წ. 5 სექტემბერი. 

პასუხისმგებელი პირი გივი ნახუცრიშვილი, ტელ:. 599 47 67 82


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა