საჯარო ლექციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, არქიტექტორ ნატო ცინცაბაძის საჯარო ლექციები ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე. პირველი ლექცია თემაზე: „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენცია და საქართველო“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის დაფუძნების მოკლე ისტორიას, მის მიზნებსა და ამოცანებს დაეთმო. მომხსენებლმა განიხილა საქართველოს (როგორც კონვენციის წევრი ქვეყნის) და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თანამშრომლობის ბოლო პერიოდი და ქვეყნის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ფაქტობრივი და ოფიციალური მდგომარეობა დღეისთვის. მეორე ლექცია თემაზე: „ავთენტიკურობის პრობლემები მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის დროს“ მიეძღვნა ავთენტიკურობის ცნების ჩამოყალიბების მოკლე ისტორიას.

არქიტექტორმა ნატო ცინცაბაძემ ისაუბრა ავთენტიკურობის დაცვის პრობლემებზე ათენის აკროპოლისის, ბაგრატის კათედრალის რეკონსტრუქციისა და სხვა პრაქტიკული მაგალითების გათვალისწინებით.

ლექციათა ციკლი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა