ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი მეჰმედ დუმანი, რექტორის მოადგილე აიდინ თოფექჩიოგლუ დეკანებთან ერთად ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს ნათია წიკლაშვილს, დეკანებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორცილებული პროგრამები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ახალი მიმართულებები და პრიორიტეტები განსაზღვრეს. საბუნებისმეტყველო და აგრარული მიმართულებით რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა და ამოქმედდა ერთობლივი სადოქტორო პროგრამა, ასევე მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბსუ-ს პროფესორებმა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში ლექციები და ვორქშოფები ჩაატარეს.  შეხვედრაზე დაიგეგმა ეკონომიკის, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიმართულებით სასწავლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავება და სტუდენტების გაცვლა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა