პროგრამის „მიგრაცია განვითარებისათვის“ წარდგინება

სურათი

პროგრამის „მიგრაცია განვითარებისათვის“ წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამის წარმომადგენელმა ირმა წერეთელმა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის პირობები, შრომის ბაზრის თავისებურებანი, დასაქმების შესაძლებლობები და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. პროგრამას გერმანიის მთავრობის დაფინანსებით საერთაშორისო მიგრაციისა და განივთარების ცენტრი (CIM) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს. „მიგრაცია განვითარებისათვის“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გერმანიაში უმაღლესდამთავრებული ქართველი ახალგაზრდების დასაქმებასა და ფინანსურ დახმარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა