ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და რექტორატი თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ დასახმარებლად გადაწყვიტა თანამშრომელთა ხელფასის 1% გადაირიცხოს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ასევე დაიწყო საქველმოქმედო აქცია პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის შესაგროვებლად. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტში შექმნილ შტაბს. მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის #35, I კორპუსი, სასპორტო დარბაზი.
უკან |