უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურების ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუროს მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირება და მათი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვა.

საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 4 რეგიონული ბიურო ფუნქციონირებს: აჭარის, სამეგრელო, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში. ახალი ბიუროების გახსნა წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იგეგმება. 
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა