ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი დაიწყო თემაზე: ,,ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“. სამი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დოქტორანტები ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“, „ინოვაციური მეწარმეობა“ და ,,ინტელექტუალი საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები“. ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და ინოვაციების კომერციალიზაციის ხელის შეწყობას.
უკან |