ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

საკონკურსო კომისიის სხდომის  N-5 ოქმები:


აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი.


იმ  კონკურსანტთა სია , რომლებსაც არ მიენიჭათ პრეტენდენტის სტატუსი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ა კ ა დ ე მ ი უ რ ი   ს ა ბ ჭ ო

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  # 84

2015 წლის 29 ივლისი,
                                                                     ქ. ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის,  33-35-ე მუხლების , ბსუ–ს წესდების მე–8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 3.1. პუნქტის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამოცხადდეს კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში 2015 წლის 16 სექტემბრიდან დასაკავებელ აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1–ში მითითებული ფაკულტეტების, დარგობრივი დეპარ¬ტა¬მენტებისა და მიმართულებების მიხედვით;
2.  კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, 10–დან 17 საათამდე;
ბ) კონკურსი ჩატარდეს 07 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით;
გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბრისა;
დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2015 წლის 16 სექტემბრიდან.
3. მოწონებულ და დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 4, 5), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნა¬ლების (დანართი 6, 7) ფორმები;
4. ინფორმაცია (დანართი 8) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის კანცელარიის საინფორმაციო დაფაზე.
5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე, პროფესორი  გურამ ჩაგანავა

  საპროცედურო კომისიების შემადგენლობა (დადგენილება#85)
  საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (დადგენილება#99)

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6
  დანართი 7
  დანართი 8

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა