ტრაპიზონში რეგიონების უნივერსიტეტების რექტორთა შეხვედრა გაიმართა

სურათი

ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონების უნივერსიტეტების რექტორთა შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების რექტორებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და უნივერსიტეტების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, სემინარების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, პროფესორი ირაკლი შარაბიძე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ევრაზიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, აშქინ ასანი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ჰიქმეთ ოქსუზი, ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მეჰმეთ დუმანი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ორჰან ქარსლი მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა