საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჯემალ ანანიძესთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და მკვლევრებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს მეცნიერებმა განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს. ინსტიტუტში სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა