უნივერსიტეტში ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” იუბილე აღინიშნა

სურათი

ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ორგანიზაციის წევრებს მნიშვნელოვანი თარიღი ბსუ-ს რექტორის მოადგილემ  ნათია წიკლაშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს და მათი მიღწევები შეაფასეს. ღონისძიების დასასრულს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის   მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” იუბილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.

2012 წლის 15 ოქტომბრიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ტემპუსის საგრანტო პროექტში ,,ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“, რომლის უმთავრეს მიზანს სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების მოზიდვა წარმოადგენს. 2014 წლის 14 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GIPA-ს რექტორებმა ხელი მოაწერეს ინკლუზიის დეკლარაციას. შეთანხმების უმთავრესი მიზანი სწორედ უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მათი მხარდაჭერა იყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა